20 ნოემბერი 2024,   04:37
ვრცლად
მზის დაბნელების სანახავად 10 ათასზე მეტი მეცნიერი და ტურისტი ინდონეზიაში ჩავიდა

მსოფლიო დღეს მზის დაბნელების მოწმე გახდა. ყველაზე კარგად ბუნებრივი მოვლენა წყნარი ოკეანეს რეგიონის ქვეყნებში ჩანდა. ათი ათასზე მეტი მეცნიერი და ტურისტი მზის სრული დაბნელების სანახავად ინდონეზიაში ჩავიდა.

პროცესი ადგილობრივი დროით დილის 6 საათსა და 19 წუთზე დაიწყო, ერთ საათში კი მზე მთლიანად მთვარის დოსკოს ჩრდილში მოექცა. ორი წუთის განმავლობაში ინდონეზიაში სრული სიბნელე იყო. ასთი მოვლენა ბოლოს ქვეყანაში 1983 წელს დაფიქსირდა, შემდეგი კი 33 წლის შემდეგაა მოსალოდნელი.

მზის დაბნელების სხვადასხვა ფაზების ნახვა ასევე შესაძლებელი იყო ავსტრალიაში, ჩინეთის სამხრეთში, ჰავაის კუნძულებზე და ალიასკაზე.

დღის ამბები