პარიზში მაღალი მოდის კვირეული სრულდება. დახურვამდე ერთი დღით ადრე 2016 წლის შემოდგომა–ზამთრის კოლექცია მოდის მიმდევრებს ვალენტინოს მოდის სახლმა წარუდგინა.
ახალ კოსტიუმებზე მუშაობის დროს იტალიელი დიზაინერების შთაგონების წყარო ბალეტი გახდა. კოლექციაში ღია ფერები და გრძელი, თავისუფალი სტილის კაბები დომინირებდა. მოდელების უმეტესობას დაბალძირიანი ფეხსაცმელები ეცვა.
პარიზის მოდის კვირეული დღეს საღამოს დაიხურება. ერთ–ერთ ბოლო ჩვენებას ლუი ვიტონი გამართავს.