20 ნოემბერი 2024,   04:26
ვრცლად
რუსთავში ბუნებრივი აირით ინტოქსიკაციის შედეგად 33 წლის ქალი გარდაიცვალა

უბედური შემთხვევა რუსთავში - გავრცელებული ინფორმაციით, ფალიაშვილის ქუჩაზე, ბუნებრივი აირისის ნამწვით, ინტოქსიკაციის შედეგად 33 წლის ქალი გარდაიცვალა.

გარდაცვლილი თურან საფაროვაა. მისი მცირეწლოვანი შვილები რუსთავის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში არიან გადაიყვანილი.

ექიმის თქმით, თავდაპირვლად, ბავშვების მდგომარეობა მძიმე იყო, თუმცა ამ დროისთვის მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ოჯახის წევრების განცხადებით, ახალგაზრდა ქალი აბაზანაში შხაპის მიღების დროს შეუძლოდ გახდა, რა დროსაც დასახმარებლად ბავშვებს უხმო, თუმცა სამივემ გონება დაკარგა.

დღის ამბები