ნადია სავჩენკოს გათავისუფლების მოთხოვნით აქცია გაიმართა უკრაინის საელჩოს წინ. შეკრების ორგანიზატორი არასამთავრობოების გაერთიანება იყო. მეამე სექტორის წარმომადგენლებმა სიმბოლურად უკრაინის ჰიმნიც შეასრულეს.
„ნადია სავჩენკოს კრემლის კრიმინალური რეჟიმისგან ემუქრება სიკვდილი. ჩვენი ვალია, მისი სიცოცხლე გადავარჩინოთ, როგორც თავისუდლებისთვის მებრძოლი გმირის სიცოცხლე,“ - განაცხადა კოალიცია «ევროპული საქართველოსთვის» საბჭოს წევრმა ნინო ლაპიაშვილმა.
უკრაინის საელჩოს წინ სავჩენკოს გათავისუფლების კამპანიის ფარგლებსი სეიკრიბნენ პარტია ლიბერალ-დემოკრატების წევრებიც.
მათ ხელისუფლებას მოუწოდეს გააქტიურდნენ და ჩაერთონ კამპანიაში.