20 ნოემბერი 2024,   04:42
ვრცლად
უმაღლესი განათლების საკითხზე საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში დისკუსია გაიმართა

საქართველო უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების ინტერნაციონალიზაციის პროცესში - ამ თემაზე დისკუსია გაიმართა სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში. შეხვედრას საქართველოს აკრედიტირებული უმაღლესი სასწავლებლები, საერთაშორისო ორგანიზაციები და სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

დისკუსიის მიზანია სახელმწიფოს შესთავაზოს ინტერნაციონალიზაციის პროცერსის განვითარების და არსებული პრობლემების მოგვარების გზები.

“ პროექტი რომელსაც ჩვენ დღეს დავიწყებთ და რომელიც შეეხება განათლების თემატიკას ზოგადად და ჩვენ გვინდა, რომ დისკუსიების ციკლი დაინერგოს რომელსაც ჩვენ ვუხელმძღვანელებთ და რომელიც მიეძღვნება სხვადასხვა პრობლემურ თემატიკას განათლების გარშემო. რომელზეც ჩვენ ვეცდებით შევიმუშაოთ ერთობლივი რეკომენდაციები, წარვუდგინოთ სახელმწიფო უწყებებს“ - განაცხადა სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის დირექტორმა ნინო კალანდაძე,

შეხვედრები, განათლების საკითხებზე, ფონდ ”სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკისა” და ერასმუს პლუს საქართველოს წარმომადგენლობების ორგანიზებით კიდევ გარძელდება

დღის ამბები