ამ წუთებში კომპლექსური ჩხრეკა მიმდინარეობს გორის რაიონ სოფელ საქაშეთში. ნაციონალური მოძრაობის წევრების განცხადებით, სამართალდამცავები ამ წუთებში ჩხრეკენ მათი თანაგუნდელის, ვარიანის მიმართულების კოორდინატორის არჩილ ტარუაშვილის ოჯახს.
ადგილობრივები ტარუაშვილს დადებითად ახასიათებენ. როგორც ცნობილია ის ნასამართლევი არ არის.
კურიერის კორესპონდენტს შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს, რომ ჩხრეკა კომპლექსურია და ტარუაშვილის ოჯახის გარდა სხვა ოჯახებსაც ჩხრეკენ. მიზეზი გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე ჯერჯერობით უცნობია.