20 ნოემბერი 2024,   04:28
ვრცლად
პოროშენკო ნადია სავჩენკოს დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს

უკრაინის პრეზიდენტი რუსეთისგან ნადია სავჩენკოს დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს. პეტრო პოროშენკო აცხადებს, რომ უკრაინელი მფრინავი სამშობლოში ყოველგვარი წინაპირობის გარეშე უნდა დაბრუნდეს.

ამავე მოთხოვნით კიევში რუსეთის საელჩოსთან დღეს მორიგი აქცია გაიმართა. დემონსტრანტებმა დიპლომატიური უწყების შენობას ქვები, კვერცხები და იოდის ბოთლები ესროლეს. საელჩოსთან ასობით ადამიანი იყო შეკრებილი. იქ სხვა პოლიტიკოსებთან ერთად, იულია ტიმოშენკოც მივიდა.

ნადია სავჩენკოს მხარდასაჭერი აქციები დღეს უკრაინის სხვა დიდ ქალაქებშიც გაიმართა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები