02 ოქტომბერი 2024,   06:26
ვრცლად
ლევან გაჩეჩილაძე "მაესტროს" შენობაში არ შეუშვეს

ტელეკომპანია მაესტროში არხის  ახალი გენერალური დირექტორი ლევან გაჩეჩილაძე მივიდა თუმცა ის, მაესტროს შენობაში არ შეუშვეს. გაჩეჩილაძე ამ წუთებში ტელეკომპანიის გვერდით მდებარე კაფეში შეხვედრას ბიზნეს - კონტაქტის ავტორსა და წამყვან, გიორგი ისაკაძესა და არხის ფინანსურ დირექტორს თემურ გაჩეჩილაძესთან მართავს. კურიერის ჟურნალისტის ინფორმაციით, შეხვედრა ცოტა ხნის წინ დაიწყო და ამ დრომდე გრძელდება.  

შეგახსენებთ, რომ ლევან გაჩეჩილაძემ მაესტროს ჟურნალისტებს დღეს საკუთარ სახლში საღამოს 09:00 საათისთვის შეხვედრა შესთავაზა. 

დღის ამბები