ტელეკომპანია მაესტროს ბიზნესპროექტების მენეჯერის გიორგი ისაკაძის და მაესტროს გენერალური დირექტორის ლევან გაჩეჩილაძის შეხვედრა დასრულდა. ისაკაძე შეხვედრის დეტალებზე საუბრობს. მისი თქმით, გადაცემები არ დაიხურება,
“გადაცემები არ დაიხურება, მე ავხსენი როდის და ვისთან დაიწყო პროექტები და ის გააგრძელებს მოქმედებას იქ. რა ფორმით მოხდება და როგორ ეს გამოჩნდება მომავალში. ბატონმა ლევანმა უბრალოდ უკვე ფიზიკურად ჩემგან მიიღო დასტური იმაზე, რაც არაერთხელ ითქვა, რომ ჩვენ თანამშრომლობას არ ვგეგმავთ შ.პ.ს სტუდია მაესტროსთან“ - განაცხადა ისაკაძემ.
ავტორი: ეკა გაგუა