20 ნოემბერი 2024,   04:49
ვრცლად
სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები კანცლერობის კანდიდატურას აპროტესტებენ

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ამ დრომდე უარყოფენ ინფორმაციას, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მათი თანამშრომელი მუშაობს. თუმცა უნივერსიტეტის სტუდენტის ირაკლი კუპრაძის ოჯახში სამართალდამცველები სწორედ ამ ინფორმაციისა და სუს-ის თანამშრომლის გვარის გასაჯაროების შემდეგ მივიდნენ.

სამართალდამცავებმა სტუდენტის მშობლებისგან მასზე ინფორმაციის შეგროვება სცადეს. მომხდარს სტუდენტი მასზე ზეწოლად აფასებს და მშობლების დაკითხვას 7 მარტს გამართულ აქციას უკავშირებს, სადაც სტუდენტები კანცლერობის კანდიდატს აპროტესტებდნენ.

უნივერსიტეტის კანცლერის არჩევნები, რომლის ერთ-ერთ კანდიდატურასაც სტუდენტები აპროტესტებენ, ხვალ იმართება. სტუდენტები ინფორმაციით, გიორგი გაფრინდაშვილი ამ თანამდებობას წარსული საქმიანობის გამო არ იმსახურებს.

არჩევნების დაწყებამდე სტუდენტები უნივერსიტეტთან შეკრებასა და აქციის გამართვას აპირებენ.

ავტორი: შოთა დიმიტრიშვილი. 

 

დღის ამბები