ტელეკომპანია მაესტროს გენერალური დირექტორს ლევან გაჩეჩილაძისა და ტელეკომპანიის თანამშრომლებს შეხვედრა დასრულდა. ლევან და გია გაჩეჩილაძეები ტელეკომპანიის ტექნიკურ პერსონალს საკუთარ სახლში შეხვდნენ. გაჩეჩილაძესთან მაესტროს დაახლოებით 20-მდე თანამშრომელი იმყოფებოდა, შეხვედრა დაახლოებით ერთი საათი მიმდინარეობდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ განცხადება გააკეთა, მაესტროს 25%-იანი წილის მფლობელმა გია გაჩეჩილაძემ. მისი თქმით, შეხვედრაზე მყოფ პირებს სურთ ითანამშრომლონ ტელეკომპანიის ახალ მენეჯმენტთან. გაჩეჩილაძის განცხადებით, მათ ჰქონდათ კითხვები მაესტროს განვითარების გეგმასთან დაკავშირებით, რაზეც ამომწურავი პასუხები მიიღეს.
ლევან გაჩეჩილაძის სახლში გამართულ შეხვედრაზე იმყოფებოდა ლევან ჩიკვაიძეც, რომლის კანდიდატურას გავრცელებული ინფორმაციით, გენერალური დირექტორის მოადგილის თანამდებობაზე განიხილება, თუმცა გია გაჩეჩილაძე ამბობს, რომ შეხვედრისას საუბარი ამ საკითხზე არ ყოფილა.
რაც შეეხება შემდგომ საქმიანობას, გაჩეჩილაძის თქმით, ისინი აპირებენ გამოიყენონ არსებული ლოგო და სახელი, რადგან გია გაჩეჩილაძის განცხადებით, ილია კიკაბიძემ ის უკანონოდ მიითვისა.