ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დღეს კანცლერის არჩევნებია. ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პოსტზე მხოლოდ ერთი კანდიდატია - გიორგი გაფრინდაშვილი. მას სტუდენტთა ნაწილი ზეწოლაში ადანაშაულებს.
სტუდენტურ თვითმმართველობაში კი აცხადებენ, რომ ბრალდების არანაირი დამამტკიცებელი საბუთები არ არსებობს. თვითმმართველობის პოზიციას იზიარებს იურიდიული ფაკულტეტის დეკანი, ირაკლი ბურდული რომელიც ამბობს, რომ გიორგი გაფრინდაშვილს 40-მდე სტუდენტი არ უჭერს მხარს.
განცხადება სოციალურ ქსელში გაავრცელა გიორგი გაფრინდაშვილმაც, ის ბრალდებებს აბსურდულს უწოდებს და არ გეგმავს, რომ კანცლერის არჩევნებიდან კანდიდატურა მოხსნას.
პოზიციების დათმობას არ გეგმავენ მოწინააღმდეგეები და უნივერსიტეტთან აქციის გამართვას გეგმავენ.