კანცლერის არჩევნებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები.
ისინი სტუდენტებს, პოლიტიკოსებს და სხვადასხვა სტრუქტურის წარმომადგენლებს მიმართავენ და მოუწოდებენ, თავი შეიკავონ სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლების საკუთარი ინტერესებისთვის გამოყენებისგან.
"ჩვენ ვამაყობთ, რომ ახალგაზრდა თაობა განათლებასთან ერთად, უნივერსიტეტის კედლებში თავისუფალ აზროვნებას ითავისებს. არსებობებენ ძალები, რომელთაც სურთ უნივერსიტეტის ჩართვა სხვადასხვა სახის დაპირისპირებაში. ჩვენ მხარდაჭერას ვუცხადებთ და გვერდში ვუდგავართ რექტორს, აკადემიკოს ლადო პაპავას. მოვუწოდებთ თსუ-ს ყველა სტუდენტს, სამეცნიერო საზოგადოებას, პროფესორს, თანამშრომელს, განსაკუთრებით, პოლიტიკოსებსა თუ სხვადასხვა სტრუქტურების წარმომადგენლებს, თავი შეიკავონ ამა თუ იმ მიზნებისთვის უნივერსიტეტის, სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლების გამოყენების მცდელობებისგან. გახსოვდეთ, რომ უნივერსიტეტში სწავლობენ თქვენი შვილები, შვილიშვილები, დები და ძმები. გავუფრთხილდეთ უნივერსიტეტს!" - ნათქვამია განცხადებაში რომელსაც ხელს 14 პროფესორი აწერს.