ყირიმის მიღმა ახალი რუსული იმპერია - ასე ჰქვია პოლიტიკური რისკების და ენერგოუსაფრთხოების ექსპერტის, პროფესორ ანია გრიგასის წიგნს, რომელის განხილვა დღეს ატლანტიკურ საბჭოში მოეწყო.
გრიგასის კვლევის თემა რუსეთი და პოსტსაბჭოთა სივრცეა და ის დეტალურად აღწერს მოსკოვის აგრესიას რეგიონში, ვითარებას აფხაზეთში, ცხინვალის რეგიონში, დნესტრისპირეთსა და ყირიმში.
„იყო სისტემური ძალისხმევა მიმართული რუსული პასპორტების და მოქალაქეობის დარიგებისკენ. ადამიანთა ჯგუფები, მცხოვრები რუსეთის საზღვრებს გარეთ ამის შემდეგ იყვნენ უკვე არა თანამემამულეები, არამედ რუსეთის მოქალაქეები და ეს კეთდებოდა სპეციფიკურ ტერიტორიებზე. თუ გავიხსენებთ 90-იან წლებს, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში იყო განსაკუთრებული ძალისხმევა პასპორტების დარიგებაზე,”-აღნიშნავს გრიგასი.
ანია გრიგასის წიგნში საუბარია ასევე იმაზე, თუ როგორ არის ჩართული რუსეთის გავლენის გაძლიერების პროცესში და მის ამბიციებში რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესია. განსაკუთრებით, პატრიარქ კირილის მონაწილეობით. ავტორს წიგნში აღნიშნული აქვს კირილის სავარაუდო კავშირები საბჭოთა უშიშროებასთან.
"კიდევ ერთი სერიოზული მოთამაშეა რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესია პატრიარქ კირილის ხელმძღვანელობით,“- განაცხადა გრიგასიმ.
ანია გრიგასისი წიგნს დადებითი შეფასებები მისცა არაერთმა ექსპერტმა და დიპლომატმა.
ავტორი: დავით ნიკურაძე