თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები აქციისთვის ემზადებიან. ახალგაზრდები კანცლერის არჩევნებს აპროტესტებენ. პოზიციაზე კენჭს მხოლოდ ერთი კანდიდატი იყრის, რომელსაც სტუდენტების ნაწილი ბოლო დღეების განმავლობაში აქტიურად უპირისპირდება. ახალგაზრდები გიორგი გაფრინდაშვილს ზეწოლასა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან ფარულ თანამშრომლობაში ადანაშაულებენ.
„როგორც გუშინწინ აღიარა რექტორმა უნივერსიტეტს ჰყავს უსაფრთხოების სამსახურიდან უკანონოდ დანიშნული პირი, რომელიც ამავდროულად არის ბატონი გაფრინდაშვილის მეგობარი, კოლეგა. ჩვენ გვაქვს ეჭვი, რომ ეს უსაფრთხოების სამსახური მხარს უჭერს ამ კანდიდატს და ამას ჩვენ აღვიქვამთ უნივერსიტეტის ავტონომიის შეზღუდვად,“-განაცხადა უნივერსიტეტის სტუდენტმა ლევან ლორთქიფანიძემ.
კურიერთან საუბრისას საკუთარი აზრი დააფიქსირა კიდევ ერთმა სტუდენტმა, რომელმაც ხაზგასმით აღნიშნა, რომ "ყველა აპოლიტიკური ადამიანი, ვინც უნივერსიტეტში დაიცავს სახელმწიფოსა და უნივერსიტეტის ინტერესებს იქნება ადამიანი, რომელიც იბრძოლებს სიმართლისთვის."
„მისი მიღებით უნივერსიტეტში მივიღებთ ძალიან დიდ დაპირისპირებას სტუდენტებს შორის. ჩვენ ვემიჯნებით ყველანაირ პოლიტიკურ პარტიას,“-განაცხადა უნივერსიტეტის კიდევ ერთმა სტუდენტმა.