თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კანცლერობის კანდიდატი გიორგი გაფრინდაშვილი ოპონენტებს პასუხობს და აცხადებს, რომ მის მასთან დაპირისპირებულმა ძალებმა შესაძლოა დაპირისპირებას შეუწყონ ხელი.
„თუ მოხდება რომელიმე იმ ბრალდების დადასტურება, რომელიც ჩემს მიმართ ისმის მე მზად ვარ არათუ უნივერსიტეტში, არამედ საჯარო სამსახურშიც კი არ ვიმუშავო ჩემი ცხოვრების მანძილზე. მე მინდა მოვუწოდო ჩემს მხარდამჭერებს თავი შეიკავონ უნივერსიტეტში მოსვლისგან, რადგან შეიძლება ეს გამოიყენონ გარკვეულმა ძალებმა, ვისაც არ სურს ჩემი უნივერსიტეტში მოსვლა და მოხდეს დაპირისპირება,“-აცხადებს გიორგი გაფრინდაშვილი.