უნივერსიტეტის რექტორი ვლადიმერ პაპავა უმაღლეს სასწავლებელში დანიშნულ კანცლერის არჩევნებსა და მასთან დაკავშირებით განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება. პაპავას თქმით სენატის წევრებს უნდა მიეცეთ საშუალება, რომ მშვიდ ვითარებაში მიიღონ გადაწყვეტილება. მან ასევე გააკეთა კომენტარი იმ პიროვნებაზე, რომელიც პაპავამ გუშინ როგორც ე.წ. ოდეერი ისე დაასახელა.
„მე ვთქვი ერთ პიროვნებაზე, რომელიც სტუდენტებმა დაასახელეს და ეს პიროვნება მთელმა უნივერსიტეტმა იცის სტუდენტიდან დაწყებული პროფესორით დამთავრებული. ეს რის კანცლერის თანაშემწე. კანცლერის თანაშემწე თუ მრჩეველი ინიშნება კანცლერის გადაწყვეტილებით,“ - აცხადებს ვლადიმერ პაპავა.