20 ნოემბერი 2024,   04:27
ვრცლად
გამოცდა მასწავლებლებისთვის - საგნობრივ გამოცდაში 6 ათას 500 პედაგოგიდან 83% ჩაიჭრა

დაწყებითი საფეხურის ათას 200-მდე მასწავლებლიდან კომპეტენციის ზღვარი მხოლოდ 94-მა გადალახა.

შედეგების მიხედვით, იანვარში ჩატარებულ პედაგოგთა საგნობრივ გამოცდაში 6 ათას 500 მასწავლებლიდან 83 პროცენტი ჩაიჭრა.

მასწავლებლების ასეთ დაბალ შედეგებში დიდ პრობლემას ვერ ხედავს განათლების მინისტრი.

პედაგოგთა ბოლო საგნობრივი გამოცდის შედეგები დღეს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა გამოაქვეყნა.

ექსპერტები განათლების სფეროში ცვლილებების აუცილებლობაზე საუბრობენ. გამოსავალს სპეციალისტები სკოლებში ახალი პედაგოგების მიღებასა და მათ წახალისებაში ხედავენ.

რატომ არის ასეთი დაბალი კომპეტენცია პედაგოგებში განსხვავებული მიზეზები აქვს საპარლამენტო უმრავლესობასა და უმცირესობას, თუმცა იმაზე რომ რეფორმა აუცილებელია დეპუტატები თანხმდებიან.

ავტორები: თეონა ცხომელიძე, ვანო გავაშელი. 

 

დღის ამბები