20 ნოემბერი 2024,   04:46
ვრცლად
ვენაში გამართული გამოფენის ერთ-ერთი მთავარი ექსპონატი, თბილისის გასული საუკუნის შენობაა

თბილისში გასულ საუკუნეში აგებული შენობის მაკეტი, ვენაში გამართული გამოფენის ერთ-ერთი მთავარი ექსპონატია.

საავტომობილო გზების სამინისტროს ყოფილმა შენობამ ორგანიზატორების ყურადღება ტექნიკური და არქიტექტურული შესაძლებლობების გამო მიიქცია.

თბილისის მრავალფეროვანი ლანდშაფტი და ისტორია მე-19 საუკუნის ბოლოდან დღემდე - ასეთია გამოფენის მთავარი კონცეფცია.

კონტინენტების გადაკვეთაზე - ამ სახელწოდებით ვენაში გამოფენები იმ ქვეყნების შესახებ გაიმართა, სადაც ვენის სადაზღვევო ჯგუფი წლებია მუშაობს.

ქართული არქიტექტურული ისტორიის ამსახველი გამოფენა ვენაში აპრილის ბოლომდე დარჩება.

ავტორი: სოფო ვარდიაშვილი. 

დღის ამბები