20 ნოემბერი 2024,   04:42
ვრცლად
"მაესტრო" ლევან გაჩეჩილაძის ხელმძღვანელობით, "მე–9 არხის" ყოფილ შენობაში განაგრძობს მუშაობას

მაესტრო ლევან გაჩეჩილაძის ხელმძღვანელობით, მე–9 არხის ყოფილ შენობაში განაგრძობს მუშაობას, თუმცა ჯერჯერობით უცნობია რა ლოგოთი.

თითქმის ერთი კვირის განმავლობაში, მას შემდეგ რაც ცნობილი გახდა რომ მაესტროს შენობა სადავო იყო, შ.პ.ს-ს ახალი გენერალური დირექტორი ამბობდა, რომ ალტერნატიულ ფართს მოძებნიდა. ის რომ ეს ალტერნატიული ფართი ყოფილი მე-9 არხი იყო გაჩეჩილაძემ დღეს პირველად ახსენა.

გაჩეჩილაძის მიერ შერჩეულ შენობაზე დღეს მაესტროს ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა ისაუბრა. ბაია გადაბაძე დარწმუნებულია, რომ ძმები გაჩეჩილაძეებისა და მათი მხრიდან მაესტროს მისამართით გამოხატული ინტერესების უკან, სწორედ ყოფილი პრემიერის და ხელისუფლების ინტერესები დგას.

პროცესებში ტელეკომპანია იმედის მონაწილეობაზე დღეს კიდევ ერთხელ ისაუბრა მაესტროს დამფუძნებელმა. ის, რომ ყოფილი მე-9 არხის შენობა ამჟამად იმედის საკუთრებაა, ბაჩო კიკაბიძისთვის კიდევ ერთი დადასტურებაა იმისა, რომ მაესტროს გარშემო მიმდინარე მოვლენებში წამყვან როლს სწორედ იმედი და მისი მფლობელები თამაშობენ.

პარალელურად ბრძოლას ტელეკომპანიისთვის აგრძელებს ლევან გაჩეჩილაძეც. ის გეგმავს, რომ სასამართლოს მიმართოს განცხადებით მაესტროს გაკოტრების საქმის შეჩერების შესახებ, თუმცა იურისტების მტკიცებით ამ შემთხვევაში მას მაკა ასათიანისთვის დაგროვილი დავალიანების დაბრუნება მოუწევს. ასათიანის გათვლებით კი ეს 57 მილონი დოლარია. 

ავტორი: ეკა გაგუა. 

 

 

 

დღის ამბები