20 ნოემბერი 2024,   04:48
ვრცლად
ხმაური და პროტესტი უნივერსიტეტში-სტუდენტები მოლაპარაკებებზე უარს აცხადებენ

სტუდენტების პროტესტი სახელმწიფო უნივერსიტეტში ამ დრომდე გრძელდება. ისინი მთელი ღამის განმავლობაში ადგილზე დარჩებიან, რაც შეეხებათ სენატის წვერებს მათ უნივერსიტეტი უკვე დატოვეს.

დღის ბოლომდე ბლოკირებული იყო ის სხდომათა დარბაზი, სადაც დღეს სასწავლებლის კანცლერი უნდა აერჩიათ. კენჭისყრა უნივერსიტეტის სენატს 17:00 საათზე უნდა დაეწყო, თუმცა მათ დარბაზში შესვლა ვერ მოახერხეს. სტუდენტებმა უნივერსიტეტის ადმინისტრაციისგან შეთავაზება მიიღეს, ორშაბათიდან რამდენიმე დღის განმავლობაში მოხდეს შეხვედრები კანცლერობის კანდიდატის მონაწილეობით და განხილულ იქნას საკითხები, თუმცა სტუდენტებმა სენატის წევრს, არნოლდ გეგეჭკორს შეთავაზებაზე უარი უთხრეს. 

ვითარება უნივერსიტეტში დღეს რამდენჯერმე უკიდურესად დაიძაბა და პოლიციის გამოძახებაც გახდა საჭირო.

ხმაური უნივერსიტეტში მას შემდეგ დაიწყო, რაც სტუდენტებმა სენატის სხდომაზე დასწრება სცადეს. ისინი სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინიტრაციის ხელმძღვანელობის კანდიდატთან, გიორგი გაფრინდაშვილთან დაკავშირებით, პოზიციის დაფიქსირებას გეგმავდნენ.

სტუდენტებმა სენატის წევრებს მათი სხდომაზე შეყვანის ან სხდომის ჩაშლისკენ მოუწოდეს. დარბაზში შესვლა ვერც სენატის წევრებმა შეძლეს, რის გამოც არჩევნების პროცესი ჩაიშალა

სტუდენტებს კანონის დაცვისკენ მოუწოდა უნივერსიტეტის რექტორმა.

ავტორები : ქეთი ნადიბაიძე, რამაზ უთრუგაშვილი.

დღის ამბები