ინფრასტრუქტურული პროექტების მსოფლიო ფორუმზე ანაკლიის პორტი წლის სტრატეგიულ პროექტებში გამარჯვებულად დასახელდა. ფორუმს ამერიკაში საქართველოდან დელეგაციაც ესწრებოდა, რომელსაც საქართველოს ეკონომიკის მინისტრი, დიმიტრი ქუმსიშვილი ხელმძღვანელობს.
დელეგაციის შემადგენლობაში TBC ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძეც იღებს მონაწილეობას. შეგახსენებთ, რომ ანაკლიის პორტის პირველ ფაზას სწორედ TBC ბანკი შეასრულებს. სულ კი პროექტი 9 ეტაპისგან შედგება.
ამერიკაში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ეკონომიკის მინისტრი ამერიკის ვაჭრობის მინისტრის მოადგილეს შეხვდა.
ქუმსიშვილმა შეხვედრაზე საქართველოში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ ისაუბრა და ვაჭრობის მინისტრის მოადგილეს ქვეყნის ეკონომიკური პოტენციალის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.