ბათუმის საქალაქო სასამართლოში ქობულეთში ე.წ ხასანას სასტუმროში გაჩენილი ხანძრის დროს დაღუპული მოზარდების მშობლებს მოუსმინეს. მათ სხდომა უკმაყოფილოებმა დატოვეს.
მათი თქმით, უკვე ათი თვეა გასული, თუმცა სასამართლოს ამ დრომდე არ აქვს გადაწყვეტილება მიღებული.
დაკავებული ზაზა ურთმელიძის ოჯახი კი პასუხისმგებლობას იმ ანსამბლის ხელმძღვანელს აკისრებს, რომელსაც ყავდა ბავშვები წაყვანილი. ზაზა ურთმელაძეს გამოძიება სახანძრო და სამშენებლო უსაფრთხოების წესების დარღვევას ედავება, რაც 5-დან 8 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
შარშან 10 მაისს ე.წ. ხასანას სასტუმროში გაჩენილ ხანძარს სამი მოზარდის სიცოცხლე ემსხვერპლა.