თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს სოლიდარობას უცხადებენ ილიაუნის სტუდენტთა ნაწილი. ისინი დღეს ჭავჭავაძის გამზირზე მსვლელობას გამართავენ და უნივერსიტეტის პირველ კორპუსში მიმდინარე აქციას შეუერთდებიან.
აქცია მსვლელობა სოციალური ქსელით იგეგმება და ის 14:00 საათზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტიდან დაიწყება.