20 ნოემბერი 2024,   04:34
ვრცლად
სტუდენტებმა ღამე უნივერსიტეტში გაათენეს - ისინი პროტესტის გაგრძელებას დღესაც გეგმავენ

აქციის გამართავას გეგმავენ დღეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სუდენტები. მათ მხარდაჭერას ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებიც აპირებენ. მსვლელობა სავარაუდოდ ილიას უნივერსიტეტიდან დაიწყება. 

სტუდენტთა ნაწილმა მთელი ღამე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაათენა. ისინი ამ დრომდე პირველ კორპუსში იმყოფებიან, სადაც ღამით ითათბირეს და სამომავლო გეგმებზე შეთახმდნენ. მათ დღეისთვის სენატის წევრებთან შეხვედრის მოთხოვნა შეცვალეს, ასევე არ თანხმდებიან სახელმწიფო უნივერსიტეტის სენატის წინადადებას, ორშაბათიდან მოლაპარაკებების გამართვის თაობაზე. 

მთავარი მოთხოვა ადმინისტრაციის ხელმძღვანელობის კანდიდატის, გიორგი გაფრინდაშვილის კანდიდატურის მოხსნა ძალაში რჩება, ასევე მოითხოვენ დაიწყოს გამოძიება უნივერსიტეტში ე.წ. ოდეერის ინსტიტუტის არსებობის შესახებ.

დღის ამბები