20 ნოემბერი 2024,   04:48
ვრცლად
"ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ, რომ სტუდენტმა გამოხატოს თავისი აზრი" - თეა წულუკიანი

უნივერსიტეტში, სტუდენტების საპროტესტო აქციაზე კომენტარს აკეთებს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი. მისი თქმით, მას იმედი აქვს, რომ რექტორი და სტუდენტები მალე იპოვიან გამოსავალს.

"ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ იმაში, რომ სტუდენტმა გამოხატოს თავისი აზრი ხმამაღლა და მთავარია, რომ ეს აზრი არის მოსმენილი თავად რექტორის მიერ. ვფიქრობ ეს უფრო ჯანსაღი პროცესია, ვიდრე სხვა რამ და მე მჯერა, რომ სტუდენტები და რექტორი რომელიც პირადად არ დაიზარებს და ხვდება ახალგაზრდა თაობას, იპოვიან შექმნილი მდგომარეობიდან ძალიან მალე გამოსავალს“, - განაცხადა წულუკიანმა.   

დღის ამბები