ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე ე.წ. შინაგან საქმეთა მინისტრის ლეონიდ ძიაპშბას გადადგომის მოთხოვნით რამდენიმე დღეა აქციები იმართება.
მოსახლეობის პროტესტი ოკუპირებულ ტერიტორიაზე გახშირებულმა კრიმინალურმა შემთხვევებმა გამოიწვია კონკრეტულად კი მილიციელების მიერ საქართველოსთან ომის ვეტერანის რუსლან ჯელიას მანქანის დაცხრილვამ.
ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოქმედი მებრძოლთა ჯგუფები შურისძიებით იმუქრებიან, იმ შემთხვევაში თუ დამნაშავეები არ დაისჯებიან. საპროტესტო აქციაზე დღეს დილით ოკუპირებული აფხაზეთის პრეზიდენტის რაულ ხაჯიმბას გადადგომაც მოითხოვეს.