20 ნოემბერი 2024,   04:46
ვრცლად
თავისუფალი დემოკრატები ახალი ეკონომიკური ინიციატივით გამოდიან

თავისუფალი დემოკრატების ახალი ეკონომიკური ინიციატივა. დავით ონოფრიშვილმა დღეს პარლამენტში დაარეგისტრირა პროექტი რომელიც ითვალისწინებს ცვლილებებს საგადასახადო კოდექსში.

საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე მოითხოვს, რომ მოვალეების გათავისუფლებას სანქციების დაფარვის ვალდებულებებისგან.

"დავინახე შესაძლებლობა გარკვეული სახის ხელ შეწყობის, შეიძლება ასობით ან ათასობით ადამიანებისათვის, რომლებსაც უკვე დიდი ხანია აქვთ საბანკო, კომერციული თუ სხვადასხვა ინსტიტუტების წინაშე ვალდებულებები. ამ ინიციატივით ჩვენ ვაძლევთ საშუალებას კომერციულ ბანკებს, სხვა ინსტიტუტებს, რომ იმ შემთხვევაში თუ ისინი ჩათვლიან საჭიროდ და არის ამის მოტივაცია, რომ რიგ შემთხვევებში ეს ჩაითვალო, ჩვენ ვთვლით, რომ ასობით და ათასობით ჩვენ მოქალაქეს შეექმნას ის საფუძველი როცა ისინი მიმართავენ, რომ უკვე ხანდაზმულის ვადა  არ არის  გასული მაგრამ დიდი ხანია ვერ ემსახურებიან ამ ტიპის სხვადასხვა გვარ კომერციულ სესხებს, მათ ეს ჩამოეწეროთ აი ამ ცვლილებების შესაბამისად“, - განაცხადა პარლამენტის ფრაქცია თავისუფალი დემოკრატების წევრმა დავით ონოფრიშვილმა. 

დღის ამბები