ორგანიზაცია თავისუფალი თაობის წარმომადგენლები შინაგან საქმეთა სამინისტროსთან შეიკრიბნენ და საპატრულო პოლიციის 2 თანამშრომლის სამსახურიდან გათავისუფლება მოითხოვეს.
არასამთავრობო ორგანიზაციის წევრები პოლიციელებს 21 თებერვალს დევნილთა სამინისტროსთან გამა რთულ აქციაში მონაწილე პირების ფიზიკურ შეურაცხყოფასა და უკანონო დაკავებაში ადანაშაულებენ. მათი თქმით აქციის ერთ–ერთ მონაწილე გოგონას ტვინის შერყევა აქვს, გულმკერდის არეში დაჟეჟილობა აღენიშნება და მხარი აქვს ამოვარდნილი. აქციის მონაწილეები შინაგან საქმეთა მინისტრს ფაქტის გამოძიებას და სისხლის სამართლის საქმის აღძვრას სთხოვენ.