20 ნოემბერი 2024,   04:29
ვრცლად
აკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე მოვლენებს აკვირდებიან არასამთავრობო ორგანიზაციები

სასამართლო სისტემაში მიმდინარე პროცესებს მათ შორის საკონსტიტუციო სასამართლოს ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს აქტიურად აკვირდებიან არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. არასამთავრობო სექტორში თვლიან, რომ ძალადობა რომელსაც ადგილი ქონდა ბოლო პერიოდში, სასამართლოს თავმჯდომარის და წევრი მოსამართლეების მიმართ წახალისებულია სწორედ ხელისუფლების მხრიდან.

“მოსამართლეების სახლთან გამართული აქციები, რომელიც აღარ ჯდებოდა კანონიერების ფარგლებში და გამოხატვის უფლების ფარგლებში. თუმცა სახელმწიფომ და პოლიციამ ის შემთხვევები უყურადღებოდ დატოვა. იგივე მინისტრები, პოლიტიკური მინისტრები აკეთებდნენ არაერთ მწვავე განცხადებას საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ კონკრეტული გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ. თუმცა ეს განცხადებები ნაკლებად იყო სამართლებრივი და არგუმენტირებული. ასეთი განცხადებები შეიძლება მართლაც ახალისებდეს ამ მოსამართლეების მიმართ ზეწოლის ფაქტებს“ - განაცხადა ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრ (EMC)-ის იურისტმა გურამ იმნაძემ.     

 

ავტორი: თამარ ბაღაშვილი  

დღის ამბები