სტუდენტების აქცია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის პირველ სართულზე გრძელდება.
აქციას, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებიც შეუერთდნენ.
ილიას უნივერსიტეტის სტუდენტებმა საკუთარი სასწავლო კორპუსიდან მსვლელობა გამართეს და პირველი კორპუსის ეზოში შეიკრიბნენ.
სტუდენტებმა ერთობლივად, შეძახილებითა და ბანერებით, ფეხით მსვლელობა მოაწყვეს უნივერსიტეტის მიმდებარე ტერტიტორიაზე. მათი მოთხოვნა უცველილია.
საერთო სტუდენტური პროტესტის მიზეზი სახელმწიფო უნივერსიტეტში კანცლერის თანამდებობაზე გიორგი გაფრინდაშვილის წარდგენას მოჰყვა.