20 ნოემბერი 2024,   04:43
ვრცლად
"რუსთავი 2"-ის განცხადება

რუსთავი 2 განცხადებას ავრცელებს:

"უკვე სამი საათია ჩვენ ვაკვირდებით სამართალდამცველების ქმედებებს, იმ პირთა გამოსავლენად, ვინც დღეს პოლიტიკოსის პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ვიდეომასალა გაავრცელა. ამ დროისთვის მხოლოდ ის არის ცნობილი, რომ მასალა დაბლოკილია და გამოძიებაა დაწყებული. ჩვენ იმედს ვიტოვებთ, რომ უახლოესი რამდენიმე საათის განმავლობაში უფრო მეტი ინფორმაცია გახდება საზოგადოებისთვის ცნობილი ამ ფაქტის შესახებ. ვგმობთ იმ მედიასაშუალებების ქმედებებს, რომლებმაც სხვადასხვა საბაბით ხელი შეუწყვეს პირადი ცხოვრების ამსახველი მასალის ტირაჟირებას. ჩვენ ვფიქრობთ, შემდეგი რამდენიმე საათი საკმარისი დროა იმისთვის, რომ თანამდეროვე ტექნოლოგიების პირობებში გამოძიებამ უფრო მეტი სიცხადე შეიტანოს საქმეში, თუ ამის ნება არსებობს. უახლოესი წუთების განმავლობაში გაკეთდება არაერთი განცხადება არასამთავრობო სექტორისა და პოლიტიკოსების მხრიდან, რომელსაც ჩვენ შემოგთავაზებთ."

დღის ამბები