20 ნოემბერი 2024,   04:38
ვრცლად
“რაც შეეხება უნივერსიტეტში საარჩევნო პროცედურების გამჭვირვალობას, ამის სრული მზაობა არსებობს," - ლადო პაპავა

უნივერსიტეტის ეზოში ჯავახიშვილის და ილიას უნივერსიტეტების სტუდენტების ერთობლივი აქცია გრძელდება.

სტუდენტები ელოდებიან სიახლეს ადმინისტრაციისგან და ასევე კანდიდატ გიორგი გაფრინდაშვილისგან. როგორც სტუდენტები აცხადებენ, ეს სიახლე მათთვის მისაღები იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი იქნება ინფორმაცია გაფრინდაშვილის მიერ კანდიდატურის მოხსნასთან დაკავშირებით.

სტუდენტები პრემიერს მიმართავენ, მოხდეს გამოძიების დაწყება სახელმწიფო უნივერსიტეტში ე.წ. ოდერიის სამსახურის არსებობასთან დაკავშირებით.

„ერთხელ და სამუდამოდ შეწყდეს უნივერსიტეტებში შეგზავნა სახელმწიფო სპეცსამსახურების წარმომადგენლების, მანიპულაცია, შანტაჟები,“ - განაცხადა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა გიორგი მაისურაძემ.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ლადო პაპავა სტუდენტებს კიდევ ერთხელ მოუწოდებს კანონის და წესდების ფარგლებში მოქმედებისკენ.

“რაც შეეხება უნივერსიტეტში საარჩევნო პროცედურების გამჭვირვალობას, ამის სრული მზაობა არსებობს და რა თქმა უნდა, ამას განვახორციელებთ ყოველთვის, გამოსავალი არის მხოლოდ ერთი - მოქმედება კანონის და წესდების ფარგლებში. სხვა გზა არ არის.  სენატის გადასაწყვეტია, მოვლენ თუ არა სენატის წევრები. თუ მოვლენ და ჩათვლიან, რომ უნდა შეხვდნენ რექტორს, მე აქ ვარ და აუცილებლად დაველაპარაკები,“ - განაცხადა ლადო პაპავამ.

ავტორი: ქეთი ნადიბაიძე. 

დღის ამბები