ნიუ-იორკში ბროდვეიზე ქართველი დიზაინერების ნამუშევრების მაღაზია გაიხსნა. ნამუშევრებმა მოდის მოყვარულები უკვე მოხიბლა და შესაძლოა მომავალში ფილიალები ამერიკის სხვა შტატებშიც გაიხსნას. ქართულ მაღაზიას ამრიკის პრეზიდენტის ქალიშვილი მალია ობამა სტუმრობდა.
იდეა ერთი თვის წინ თბილისში გაჩნდა და დროის ამ მცირე მონაკვეთში ერთი ლოგოს ქვეშ 11 დიზაინერი გაერთიანდა.
მაღაზიის გახსნას მოდის მოყვარულებისგან დიდი გამოხმაურება მოყვა, მალატის დამფუძნებლებმა უკვე მიიღეს შეთავაზება და შესაძლოა ქართული სამოსის მაღაზიები მალე ამერიკის სხვა შტატებშიც გამოჩნდეს.
ავტორი: მარიკა გოცირიძე.