20 ნოემბერი 2024,   04:25
ვრცლად
"მოხარული ვარ, რომ საშუალება მაქვს ამ ქვეყნების შესახებ უფრო მეტი გავიგო" - ფრედერიკ ბეგბედერი

ცნობილი ფრანგი მწერალი, ფრედერიკ ბეგბედერი თბილისშია. ის 2 დღის განმავლობაში ქართველ მწერლებთან, მკითხველთან და ჟურნალისტებთან შეხვედრებს გამართავს. თბილისში გაიმართება მისი ნაწარმოების მიხედვით გადაღებული ფილმის პრემიერა სახელწოდებით "სიყვარული ცოცხლობს სამი წელი."

“საქართველოში პირველად ვიმყოფები და მოხარული ვარ რომ საშუალება მაქვს ამ ქვეყნის შესახებ უფრო მეტი გავიგო. ძალიან მომეწონა ქართული კერძები. რაც შეეხება იმას თუ რაზე ვმუშაობ ახლა გეტყვით, რომ წინა წელს გადაღებულ ფილმზე, რომელსაც იდეალი ჰქვია, რომელიც რუს მამაკაცზეა ჩემი დამოკიდებული რუსეთის მიმართ ასეთია - მომწონს რუსი ხალხი, თუმცა არ მომწონს მთავრობა, ნეგატიურად ვაფასებ რუსეთის იმ ქმედებებს, რომელიც საქართველოს მიმართ 2008 წელს განხორციელდა. ამაყი ვარ, რომ საქართველოში მაშინ სარკოზი ჩამოვიდა“ - განაცხადა ფრანგმა მწერალმა ფრედერიკ ბეგბედერიმ.

ავტორი: ანუკა ელიზბარაშვილი

დღის ამბები