"არა შანტაჟს" - ამ ლოზუნგით ამ წუთებში სახელმწიფო კანცელარიასთან აქცია იმართება. ადგილზე იკრიბებიან არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი, არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები და საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები.
ისინი ფარული ჩანაწერების გავრცელებას გმობენ და ხელისუფლებისგან ითხოვენ დროულ გამოძიებას.