20 ნოემბერი 2024,   04:25
ვრცლად
სტუდენტების პროტესტი გრძელდება, გაფრინდაშვილი კი კანდიდატურის მოხსნას არ აპირებს

სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციასთან მოლაპარაკებები არ გაიმართება. სასწავლებლის სტუდენტები კომპრომისზე წასვლას არ აპირებენ და ძალაში ტოვებენ ულტიმატუმს. ერთადერთი მოთხოვნა ძალაში რჩება. ახალგაზრდები პროტესტის შეწყვეტას გიორგი გაფრინდაშვილის მიერ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პოსტზე კანდიდატურის მოხსნამდე არ აპირებენ.

დღეს ახალგაზრდებს ილიას უნივერსიტეტის სტუდენტები და პროფესორები შეუერთდნენ.

ბრალდებების მთავარი ადრესატი დღეს უნივერსიტეტში მხარდამჭერებთან ერთად გამოჩნდა. გიორგი გაფრინდაშვილმა საგანგებო განცხადებაში მისი მისამართით გამოთქმული ბრალდებები უარყო და სტუდენტთა ნაწილის პროტესტისა და პრემიერის მოწოდების მიუხედავად, კანდიდატურის მოხსნაზე უარი თქვა.

სტუდენტები ამ დრომდე უნივერსიტეტის პირველ კორპუსში რჩებიან და გიორგი გაფრინდაშვილის მიერ კანდიდატურის მოხსნის გადაწყვეტილებას ელოდებიან.

ავტორი: ქეთი ნადიბაიძე

დღის ამბები