ვიდეოკადრები, რომელიც დღეს გავრცელდა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ რეალურად პირადი ცხოვრების ამსახველი მასალა არ განადგურებულა, ის საიმედოდ არის გადანახული და არც ის არის გამორიცხული ამ შინაარსის ვიდეო კიდევ ვიხილოთ.
ამ თემასთან დაკავშირებით სახელმწიფო კანცელარიასთან სპონტანურად აქცია დაიგეგმა. საღამოს 08:00 საათზე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები შეიკრიბნენ. აქციის მონაწილეები მოითხოვენ, ქვეყნაში პირადი ცხოვრებით შანტაჟი დასრულდეს და პასუხისმგებლობას ისინი ხელისუფლებას აკისრებენ.
საქმეზე გამოძიება მთავარმა პროკურატურამ პირადი ან ოჯახური საიდუმლოს, პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის ან პერსონალური მონაცემების ხელყოფის მუხლით დაიწყო. ვიდეოს უკანონოდ ატვირთვაში ბრალდებული სამართალდამცავებს ჯერ არ ჰყავთ. შოთაძის უწყება ამ ეტაპზე გადაუდებელ საგამოძიებო მოქმედებებს ატარებს.
ავტორი: ნათია ტრაპაიძე