20 ნოემბერი 2024,   04:37
ვრცლად
ფილმი 9+1 - ათონელის რეზიდენცია გოგა ხაინდრავას ფილმის გადასაღებ მოედნად იქცა

ათონელის რეზიდენცია, რომელიც ხანგრძლივი პოლიტიკური დაპირისპირების მიზეზი იყო, უკვე რამდენიმე დღეა გადასაღები მოედანი გახდა.

რეზიდენცია, იმ ფილმის გადაღების ერთ-ერთი ადგილი, რომელმაც გოგა ხაინდრავას და ყოფილი პრემიერმინისტრის არაერთი განცხადების მიხედვით, ყოფილი ხელისუფლების შესახებ იქნება.

ათონელის რეზიდენციაში ფილმის გადაღებისას შესვლა მხოლოდ სპეციალური საშვებითაა შესაძლებელი.

აქვს თუ არა გოგა ხაინდრავას ათონელის სახელმწიფო რეზიდენციაში ფილმის გადასაღებად ოფიციალური ნებართვა, იქირავა თუ არა რეჟისორმა ის, როგორც გადასაღები მოედანი და რა თანხა გადაიხადა ამაში, ამ კითხვებზე დაცვის სამსახურის დაპირების მიუხედავად, პასუხის გასაცემად შენობიდან არავინ გამოსულა.

ათონელის სახელმწიფო რეზიდენციაში პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ დაანონსებული ფილმის გადაღებას, პოლიტიკური თავდასხმებისთვის სახელმწიფო რესურსების გამოყენებად აფასებენ ნაციონალურ მოძრაობაში.

გოგა ხაინდრავას ფილმის 9+1-ის დასრულება გაზაფხულზე, პრემიერა კი წინასაარჩევნოდ იგეგმება.

ავტორები: ანა წერეთელი, მარიკა გოცირიძე. 

დღის ამბები