ბარბარე თურმანიძე უკვე 6 თვისაა, თუმცა მხოლოდ 5 კილოს იწონის.
ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმების შემდეგ თურმანიძეებმა დახმარებისთვის ოჯახის ექიმს მიმართეს.
ნუნუ ჩხაიძის განცხადებით, 6 თვის ჩვილი შიმშილისგან იღუპებოდა.
6 თვის ბარბარე თურმანიძის შესახებ ინფორმირებულია ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოციალური სამსახურიც. ისინი ბავშვის ჯანმრთელობის გაუარესებაში მშობლებს ადანაშაულებენ. განცხადება ამის შესახებ აჭარის სოციალური სამსახურის ხელმძღვანელმა გააკეთა.
სოფელ ზედა წინსვლაში მცხოვრებ თურმანიძეებს მძიმე სოციალური პირობების მიუხედავად სახელმწიფო დახმარება შეწყვეტილი აქვთ.
თურმანიძეების 8 სულიან ოჯახში ყველა უმუშევარია. მათ ბარბარეს გარდა კიდევ ერთი მცირეწლოვანი შვილი ჰყავთ, რომლის გამოკვებაშიც მეზობლები ეხმარებიან.
ავტორები: ირინა კეჭაყმაძე, თეა ვარშალომიძე.