20 ნოემბერი 2024,   04:29
ვრცლად
ირაკლი ოქრუაშვილი "რუსთავი 2-ის" წილებთან დაკავშირებით პრეტენზიას გამოთქვამს

თავდაცვის ყოფილი მინისტრი ინგა გრიგოლის დღის ამბებში 19:00 საათზე მოულოდნელ და სკანდალურ განცხადებას აკეთებს. გორის საკრებულოს თავმჯდომარის მრჩეველი ერთდროულად ორ ტელევიზიაში წილის ფლობაზე პრეტენზიას აცხადებს. ირაკლი ოქრუაშვილი ამბობს, რომ მას მაესტროს ფუნქციონირებაში როგორც ფინანსური ისე არაფინანსური წვლილი აქვს შეტანლი და გარკვეული დროის მერე ამ პრეტენზიებს საჯაროს გახდის. ოქრუაშვილი ასევე აცხადებს რომ, წლის ბოლომდე ის ლეგალურად და დასაბუთებულად პრეტენზიას გამოთქვამს რუსთავი 2-ის წილებთან დაკავშირებითაც. 

“საქართველოში არსებულ რამდენიმე ტელეკომპანიასთან დაკავშირებთ, მე გამაჩნია საკმაოდ საფუძვლიანი, ლეგალური, დასაბუთებული პრეტენზიები, რომ მე ამ ტელეკომპანიების ფუნქციონირებაში, მოქმედებაში, გარკვეული წარმატების მიღწევაში ჩემი წვლილი მაქვს შეტანილი ყველანაირად. ეს არის რუსთავი 2 და რუსთავი 2-თან დაკავშირებით ამ წლის განმავლობაში შეიძლება გარკვეული პრეტენზიები იყოს წამოყენებული,“ - განაცხადა ოქრუაშვილმა.       

ავტორი: მარიამ გაფრინდაშვილი 

დღის ამბები