თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კანლერობის კანდიდატი სპეციალურ განცხადებას ავრცელებს და აცხადებს, რომ ის აკადემიურ საბჭოსთან კონსულტაციის გავლას გეგმავს.
განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
"ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია პრემიერმინისტრის განცხადება და ასევე დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ ქვეყნის მთავრობის მეთაურის აზრს, თუმცა ასევე გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ ჩემი არჩევა შესაბამისი იურიდიული პროცედურის დაცვით განხორციელდა აკადემიური საბჭოს მიერ. მიმაჩნია, რომ კონსულტაცია გავიარო იმ ადამიანებთან რომლებმაც დააფიქსირეს თავისი აზრი და მხარი დამიჭირეს, როგორც კანცლერობის კანდიდატს. აქედან გამომდინარე, ორშაბათს შევხვდები აკადემიური საბჭოს წევრებს, რომლებთანაც გავივლი კონსულტაციას და მივიღებ შესაბამის გადაწყვეტილებას."