ერეკლე დეისაძე პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვაზე იმყოფება.
როგორც ცნობილია დეისაძემ მთავრობის ადმინისტრაციის შენობის კედელზე გასპარ ნოეს ფილმის Love კადრები გაუშვა. ამ ფაქტის გამო დეისაძე სამართალდამცველებმა გამოკითხვაზე წაიყვანეს და როგორც რუსთავი 2-თან საუბრისას შსს-ში აცხადებენ, მას გამოკითხვის დასრულებისთანავე გაათავისუფლებენ.
შეგახსენებთ, რომ გასპარ ნოეს ფილმიც გავრცელებისთვის უკვე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და რამდენიმე პირს ბრალად პორნოგრაფიის გავრცელება ედება.
ადგილზე იმყოფება კურიერის კორესპონდენტი, რომელიც დამატებით ინფორმაციას მოგაწვდით.