20 ნოემბერი 2024,   04:23
ვრცლად
სტუდენტების პროტესტი გრძელდება - ისინი გიორგი გაფრინდაშვილის გადაწყვეტილებას ელოდებიან

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროტესტი გრძელდება. პრემიერისა და განათლების მინისტრის მოწოდებების მიუხედავად გიორგი გაფრინდაშვილს კანდიდატურა არ მოუხსნია, მისი მოწინააღმდეგეები კი საკოორდინაციო შეხვედრას დღეს შუადღისას გამართავენ.

სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსში, სტუდენტები ელოდებიან გიორგი გაფრინდაშვილის გადაწყვეტილებას, მის მიერ კანდიდატურის მოხსნასთან დაკავშირებით.

ისინი დაშლას არ აპირებენ მანამდე სანამ, გაფრინდაშვილი კანდიდატურას არ მოხსნის.

სტუდენტები ასევე ითხოვენ ე.წ. ოდეერების საქმესთან დაკავშირებით გამოძიების დაწყებასაც. 

ავტორი: ქეთი ნადიბაიძე. 

ამავე თემაზე
დღის ამბები