20 ნოემბერი 2024,   04:48
ვრცლად
"ყველაზე ნაკლებად, თუ ვინმეს აწყობს ის, რაც ხდება დღეს უნივერსიტეტში, ეს არის რექტორი," - ლადო პაპავა

ცოტა ხნის წინ, თბილისის სახელწიფო უნივერსიტეტში ე.წ. ოდეერების საქმის გამოძიებასთან დაკავშირებით, კომენტარი გააკეთა უნივერსიტეტის რექტორმა.

ვლადიმერ პაპავას განცხადებით, ამ წლების განმავლობაში, ამ ინტიტუტის არსებობა სახელმწიფო უნივერსიტეტში, მის მუშაობას ხელს არ უშლიდა, თუმცა მისი თქმით, სტუდენტებს აქვთ უფლება მოითხოვონ ამ მიმართულებით გამოძიების დაწყება.

“რადგანაც სტუდენტებმა ეს საკითხი გააჟღერეს, ბუნებრივია ეს საკითხი მივიდა იმათ ყურამდეც, ვისაც ეს ეხება. თუ ისინი ჩათვლიან, რომ ეს გამოძიება უნდა ჩატარდეს, ჩვენ ყველანაირად შევუწყობთ ხელს, რაც ჩვენს შესაძლებლობებშია. ყველაზე ნაკლებად, თუ ვინმეს აწყობს ის, რაც ხდება დღეს უნივერსიტეტში, ეს არის რექტორი. მინდა ხაზგასმით აღინიშნოს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გადადგომას არ აპირებს, რადგან ამით უნვერსიტეტში სიტუაცია კიდევ უფრო მეტად არ დამძიმდეს,“ - განაცხადა ლადო პაპავამ.

ავტორი: ქეთი ნადიბაიძე. 

დღის ამბები