20 ნოემბერი 2024,   04:46
ვრცლად
”მე არ გადავკვეთე საზღვარი, საზღვარმა გადამკვეთა მე” - თომა ჩაგელიშვილის ფილმი პრაღის კინოფესტივალზე

”მე არ გადავკვეთე საზღვარი, საზღვარმა გადამკვეთა მე” ამ სახელწოდების მქონე თომა ჩაგელიშვილის დოკუმენტური ფილმი პრაღის კინოფესტივალის მონაწილეა.

ფილმი, რომელიც 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდგომ პერიოდსა და რუსეთის მცოცავი ოკუპაციას ეხება, კინოფესტივალის საკონკურსო ნამუშევრებს შორისაა, რომლის პირველი ჩვენება გუშინ გაიმართა და დადებითი გამოხმაურებაც მოჰყვა.

პრაღის პრესტიჟული ფესტივალი ”ერთი მსოფლიო” კონცენტრირებული ადამიანის უფლებებზეა, რომლის გამარჯვებულიც 18 მარტს გამოვლინდება.

დღის ამბები