თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები სამოქმედო გეგმაზე მუშაობენ - ამ წუთებში კანცლერობის კანდიდატის მოწინააღმდეგე ახალგაზრდები საკოორდინაციო შეხვედრას მართავენ.
სტუდენტები აცხადებენ, რომ პროტესტის შეწყვეტის საკითხს არ განიხილავენ. შევხედრაზე იმსჯელებენ კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით.
ასევე მსჯელობა იქება, დათანხმდებიან თუ არა ორშაბათს, შეხვედრაზე, ადმინისტრაციის წარმომადგენლებს, ასევე სენატის წარმომადგენლებს, თუმცა ისინი აცხადებენ, რომ ეს შეხვედრა დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რა სახის შეთავაზებას მიიღებენ ისინი.
სტუდენტები შეხვედრის საჯარო ფორმატს ირჩევენ და აცხადებენ, რომ მოლაპარაკებას დახურულ კარს მიღმა არავისთან არ გამართავენ.
ასევე სტუდენტები აცხადებენ, რომ მათი პოზიცია უცვლელია და არ განიხილავენ გიორგი გაფრინდაშვილის კანდიდატურის კანცლერობის თანამდებობაზე დატოვებას.
ავტორი: ქეთი ნადიბაიძე.