ძაღლების საერთაშორისო გამოფენა იმართება თბილისში. სხვადასხვა ჯიშის წარმომადგენლებს ბრიუსელიდან მოწვეული სერტიფიცირებული მსაჯები შეაფასებენ.
გამოფენისთვის მონაწილეები უკრაინიდან, რუსეთიდან და აზერბაიჯანიდან ჩამოვიდნენ.
ღონისძიების ორგანიზატორი საქართველოს კინოლოგთა ასოციაციაა. გამოფენა საბურთალოს კორტებზე ორი დღის განამვლობაში გაგრძლედება, სადაც დასწრება და ძაღლების შეძენაც ყველა მსურველს შეუძლია. გამარჯვებული ცხოველების დაჯილდოვება ხვალ გაიმართება.