პაატა ბურჭულაძის საქართველოს განვითარების ფონდი სოციალურ აქციას ნუ გაისუსები იწყებს. ამ სახელწოდებით აქცია მთავრობის კანცელარიასთან გაიმართა.
ფონდის ახალგაზრდული მიმართულების წევრებმა უმაღლეს სასწავლებლებში ე.წ. ოდეერების არსებობა და პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერების გასაჯაროება გააპროტესტეს.
„ჩვენ დავიწყეთ სოციალური კამპანია ნუ გაისუსები, რადგან მიგვაჩნია, რომ სისტემა ცოცხალია, ის აგრძლებეს არსებობას და ის საფრთხეს უქმნის თითოეული ჩვენგანის თავისუფლებლას, ღირსებას და რაც მთავარია ქვეყნის დემოკრატიულ მომავალს,“ - განაცხადა საქართველოს განვითარების ფონდის ახალგაზრდული მიმართულების ოფისის ხელმძღვანელმა გიორგი თაქთაქიშვილმა.