20 ნოემბერი 2024,   04:46
ვრცლად
ფარული ჩანაწერების გავრცელებას მესამე სექტორი მსვლელობით გააპროტესტებს

პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებას მესამე სექტორი მსვლელობით გააპროტესტებს. გადაწყვეტილება კოალიციამ ეს შენ გეხება დღეს გამართულ შეხვედრაზე მიიღო.

სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები, მომავალი კვირის შაბათს გეგმავენ მოაწყონ მსვლელობა და გააპროტესტონ საქართველოში პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალების გასაჯაროება, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში.

არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლების აცხადებენ, რომ არც ერთ საქმეზე, გამოძიებას არ გაუცია პასუხები საზოგადოებისთვის.

მესამე სექტორის თქმით, მნიშვნელოვანია, მოხდეს ყველა იმ პირის პასუხისგებაში მიცემა, ვინც ოდნავ მაინც ყოფილა გარეული ჩანაწერების შექმნაში.

„ისინი ძალიან რბილად გადაბარგდნენ ერთი ხელისუფლების ხელიდან, მეორე ხელისუფლების ხელში, რომელიც ახორციელებს ასეთი ტიპის ჩანაწერებს, ამიტომაც ამას არ იძიებენ და როგორც ჩანს, არც აპირებენ, რომ გამოიძიონ. ამიტომ, ერთადერთი ბერკეტი ჩვენთვის არის ის, რომ ძალიან კატეგორიულად მოვთხოვოთ პრევენცია იმისა, რომ აღიკვეთოს ერთხელ და სამუდამოდ ამ კადრების გავრცელება,“ - განაცხადა ჟურნალისტმა ნინია კაკაბაძემ.

დღის ამბები